სიახლეები

ბრიტანული გარდიანი კრისტალის შესახებ

ბრიტანული გარდიანი კრისტალის შესახებ

25 მაისი 2018

კრისტალი დაარსდა იმ რწმენით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ის დაეხმარებოდა ქვეყანას გაძლიერებაში.  კომპანია, რომელიც 20 წლის წინ რამდენიმე ახალგაზრის მიერ მცირედი კაპიტალით დაიწყო, დღესდღეობით უკვე ემსახურება 70,000 მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი პორთფელი შეადგენს 100 მილიონ აშშ დოლარს (£71.6 მილიონი).

„ის რაც ქართულ მცირე ბიზნეს აკლია ეს არ არის მხოლოდ ფული, ეს არის ძლიერი ნება, მოტივაცია და სტრატეგია“ - აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე - კრისტალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე.

სტატია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კრისტალი მხარს უჭერს უმცირესობებს, მხარს უჭერს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით  ახალგაზრდა გოგონებს/ქალებს იმ სფეროებში სადაც მამაკაცები დომინირებენ. „ჩვენ ამას ჩვენი კლიენტების  მცირე ფინანსური და მენტორული მხარდაჭერით ვახორციელებთ- პატარა ნაბიჯებით, თუმცა დიდი მიზნების მისაღწევად“ 

კრისტალის შესახებ სტატია დაფინანსებულია UNDP Business Call to Action-ის მიერ, რადგან კრისტალი პირველი კომპანიაა რეგიონიდან,  რომელიც ამ პლათფორმის წევრი გახდა.

Business Call to Action (BCtA)  შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 2008 წელს. იგი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევას სწრაფი ტემპით და იწვევს კომპანიებს შეიმუშავონ ინკლუზიური ბიზნეს მოდელები, რათა კომპანიებმა მოხდინონ ერთის მხრივ კომერციული წარმატების მიღწევა და მეორეს მხრივ პოზიტიური ზეგავლენის მაქსიმალიზება. BCtA არის უნიკალური მრავალმხრივი ალიანსი, საერთაშორისო დონორ ინსტიტუტებს, მთავრობებსა  (ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA),  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის (UNDP) , რომელიც მასპინძლობს სამდივნოს.

 

სრული სტატია იხილეთ ბმულზე:

https://www.theguardian.com/business-call-to-action-partnerzone/2018/may/23/were-saying-yes-to-minorities-yes-to-youth-how-microfinance-helps-georgia