სიახლეები

კრისტალი კამპანია ''სუფთა ჰაერის'' პარტნიორი და აქტიური მხარამჭერია.

კრისტალი კამპანია სუფთა ჰაერის პარტნიორია

06 ივნისი 2018

კრისტალი კამპანია ''სუფთა ჰაერის'' პარტნიორი და აქტიური მხარამჭერია. ჩვენი მიზანია შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. მცენარეებით შემოსილი ავტომობილის მწვანე კონსტრუქცია გზავნილით ‘’ გაამწვანე შენი ავტომობილი ‘’ რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა. ღონისძიების მიზანი პერიოდული ტექნიკური ინსპეტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

ღონისძიებაზე მწვანე სტარტაპების მოდელებიც განთავსდა. სუფთა ჰაერის თემაზე გამოიფინა ახალგაზრების  ფოტო–ნამუშევრები, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავდა არსებულ ვითარებას და ხაზს უსვამდა ტექ–ინსპექტირების მნიშვნელობას.

ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.