სიახლეები

კრისტალი სარეიტინგო სააგენტო

კრისტალი სარეიტინგო სააგენტო "ფიტჩის" (Fitch Ratings) რეიტინგს ინარჩუნებს

12 ივნისი 2018

ლონდონი7 ივნისი -  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” სარეიტინგო სააგენტო “ფიტჩის” (Fitch Ratings) გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDRs) “B" სტაბილური შეინარჩუნა.

 “ფიტჩის” ახალი კვლევა ასახავს კომპანიის ბიზნეს მოდელის სტაბილურობას. სააგენტოს შეფასებით, კრისტალი წარმატებით აწარმოებს ფინანსურ საქმიანობას საქართველოს შედარებით მაღალი რისკის მქონე საოპერაციო გარემოში და ხაზს უსვამს უკანასკნელ პერიოდში კომპანიის სწრაფი ზრდისა და განვითარების ტემპს (საშუალოდ 46% ბოლო ოთხი წლის განმავლობაში).

ასევე, რეიტინგის მიხედვით, კრისტალი ინარჩუნებს აქტივების სოლიდურ ხარისხს და აწარმოებს გონივრული მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის პოლიტიკას.

‘’მაღალი საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ძალზე პოზიტიური სიახლეა, საშუალებას აძლევს კრისტალს მოიზიდოს მეტი ფინანსური რესურსი ხელსაყრელ პირობებში რათა მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა ისარგებლონ კრისტალის კონკურენტული პირობებით, განავითარონ ბიზნეს-საქმიანობა და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. ‘’ - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ, სს მისო კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ

...

კრისტალი ერთერთი წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 75,000-მდე მიკრო-მეწარმესა და ფერმერს უზრუნველყოფს რა მათ მცირე სესხებითა და სხვა ფინანსური მომსახურებით. კომპანიას გააჩნია 61 ფილიალი და სერვის ცენტრი. მასში დასაქმებულია 1100-ზე მეტი კვლიფიციური თანამშრომელი. კრისტალი ამჟამად განაგებს 260 მილიონ ლარამდე საკრედიტო პორტფელს. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: https://ir.crystal.ge/

ორიგინალი სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს:  https://www.fitchratings.com/site/pr/10033778