სიახლეები

კრისტალი გარემოს გულისთვის

კრისტალი გარემოს გულისთვის

19 ივნისი 2018

კრისტალი და კრისტალელები  ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და ვზრუნავთ გარემოზე და ამიტომაც, რამდენიმე თვის უკან გავხდით  კამპანია  #გარემოსგულისთვის გულითადი ელჩი.   ეს ინიციატივა  მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. #გარემოს გულისთვის _ Keep Georgia Beautiful _ი  (შეინარჩუნე საქართველოს სილამაზე) შეიქმნა ამერიკული კამპანიის Keep America Beautiful -ის ინსპირაციით, რომელიც აშშ-ში 1953 წლიდან ხორციელდება და მრავალსექტორული თანამშრომლობის შედეგად ზრუნავს ქვეყნის სისუფთავესა და სილამაზეზე.
საქართველოში, მოძრაობა #გარემოს გულისთვის აერთიანებს კერძო კომპანიებს, მეწარმეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას  და  თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მწვანე აქტივობების დანერგვას.

 
ამა წლის 22 აპრილს შევუერთდით ამ  კამპანიას და პასუხისმგებლობა ავიღეთ შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ ძამას ხეობის და აჭარაში მახუნცეთის ტურისტული პარკის  ტერიტორიის სისუფთავესა და გამწვანებაზე.

ამ ინიციატივას საერთაშორისო ორგანიზაცია CENN –თან (Caucasus Environmental NGO Network) თანამშრომლობით ვახორციელებთ.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ქარელის და ხაშურის ფილიალების მოხალისე თანამშრომლების ჩართულობით ქვემო ქართლში ძამის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ.

16 ივნისს აჭარაში მახუნცეთის ტურისტული პარკის დასუფთავებასა და გამწვანებაზე ვიზრუნეთ ქობულეთის, ბათუმის და ხელვაჩაურის ფილიალების თანამშრომლებთან ერთად.