სიახლეები

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეებმა სტარტაპ კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეებმა სტარტაპ კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

28 ივნისი 2018

27-28 ივნისს სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში პრეზენტაციები გაიმართა. სტარტაპ კვირეულის მიზანი ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემების მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ კავშირებს. კვირეულის ფარგლებში მონაწილეები გაეცვნენ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის მოფიქრებიდან მის რეალობად ქცევამდე. ღონისძიებაზე Yes Georgia-ს 4 ბენეფიციარი იქნა წარდგენილი. თითოეული მათგანი თავიანთი სტარტაპების განვითარების გზაზე, დაბრკოლებებსა და წარმატების ისტორიებზე საუბრობდა.

ხატია მიქავა - 24 წლის ნიჭიერმა გოგონამ შექმნა საუკეთესო რესურსების მქონე სასწავლო ცენტრი 'ზუგდიდი'. ცენტრს აქვს ორი ძირითადი მიმართულება: ინგლისური ენის სწავლება და ბიზნეს ტრენინგები. ცენტრში უკვე დარეგისტრირებულია 50მდე მსმენელი, 5 წლიდან აბიტურიენტების ჩათვლით.
ლადო ჯახაია - YES-Georgia-ს ფარგლებში, გახდა ახალგაზრდა მეწარმე. შექმნა საინფორმაციო ვებ პორტალი-შპს ინფოფოთი.ეს არის პირველი საინფორმაციო ვებ პლატფორმა, აღჭურვილი დაჯავშნის, შეკვეთის, გეოლოკაციის სისტემით. ამ დროის განმავლობაში ინფოფოთმა მოახერხა გამხდარიყო 20 ორგანიზაციის პარტნიორი.
ნათია შამუგია - აფხაზეთიდან დევნილი ნათია დღეს მცირე მეწარმეა და საკუთარი მარკეტი აქვს. ნათია yes georgia-ს ერთ-ერთი ბენეფიციარია.
ზაალ არქანია- ახლახანს მიღებული დაფინანსებით ზაალი ტიხრული მინანქრის სახელოსნოს ბიზნესის წამოწყებას აპირებს.


29 ივნისს ზუგდიდში კვირეულის დასკვნითი დღეა, სადაც მონაწილეები გაეცნობიან კერძო სერვის კომპანიების შემოთავაზებებსა და შეღავათურ პირობებს სტარტაპებისთვის.ასევე, მოხდება მათი გადამზადება ბიზნეს გეგმის წერასა და კამპანიის წარმოებაში, რაც გაგრძელდება მიზნობრივ მენტორებთან. კვირეულის წარმატების ინდიკატორი სტარტაპპროექტების რაოდენობაა, რომლებმაც შეავსეს სტარტაპ საქართველოს საპროექტო განაცხადი ან შემქნეს კამპანია crowdfunding პლათფორმისთვის.
სტარტაპ კვირეული მომავალშიც გაგრძელდება და მისის მოწყობა ყოველწლიურად რეგულარულად იგეგმება.