სიახლეები

კრისტალი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს

კრისტალი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს

11 ივლისი 2018

თანამედროვე გამოწვევები როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში მოითხოვენ შრომის, ჯანმრთელობის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემების გამართულობას და დროულ მიზანმიმართულ მოქმედებას, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უბედური და სახიფათო შემთხვევების რისკი; შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს და ავალდებულებს ორგანიზაციებს შექმნან შრომისათვის უფრო უსაფრთხო გარემო.

     სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ მიისწრაფის სიახლეების დანერგვისკენ და ზრუნავს თავისი თანამშროლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. 3-6 ივლისს სათაო ოფისისა და ქუთაისი 3 ფილიალის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოებაში, სპეციალურად მოწვეული იყო ინსტრუქტორთა ჯგუფი უსაფრთხოების აკადემიაადან, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში, სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა თეორიული ტრენინგები, რა დროსაც თანამშრომლებმა შეისწავლეს სახანძრო უსაფრთხოების საფუძვლები, ცეცხლმაქრის ტიპები და მათი გამოყენების წესები, ასევე ევაკუაციის დროს მოქმედება. მეოთხე დღეს ჩატარდა პრაქტიკული საევაკუაციო ტესტი. მოწვეული იყო ქალაქის მეხანძრე მაშველთა რაზმი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩატარდა ცეცხლის ქრობის პრაქტიკული ვარჯიში ცეცხლმაქრების გამოყენებით. კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

     სამომავლოდ ვგეგმავთ ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის გადამზადებას, როგორც სახანძრო უსაფრთხოების საკითხებში, ასევე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო ავამაღლოთ ორგანიზაციის თანამშრომლებში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კულტურა, რათა ყველამ გავითავისოთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ორგანიზაციის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვფიქრობთ, თითოეული მომზადებული თანამშრომელი მონაპოვარია არამარტო ჩვენი კომპანიისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, რათა დავიწყოთ ყველამ ფიქრი მეტად უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და უფრო უსაფრთხო ქვეყნის მშენებლობაზე.