სიახლეები

კრისტალი ქართველ ახალგაზრდებს რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე აფინანსებს!

09 აგვისტო 2018

რისტალი  კიდევ ერთხელ მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს და რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს გუნდს აფინანსებს. კონკურსის წლევანდელი თემა - ენერგოეფექტურობაა , რაც  სრულად ესადაგება კრისტალის „მწვანე“ ფილოსოფიას და კორპორაციულ კულტურას.

First Global - ასე ჰქვია საერთაშორისო კონკურსს, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტერესის გაღვივების მიზნით შექმნილ ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან ერთვებიან. საქართველო მეორე წელია ამ დიდი კომუნის ნაწილია და ამაში კრისტალის წვლილი ძალიან დიდია. წელს 3  ახალგაზრდა საქართველოს წარსადგენად მექსიკაში მიემგზავრება.ლიკა, სოფო და ნიკა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელები არიან. მათ მენტორობას ბატონი ილია - ფიზიკის მასწავლებელი უწევთ. რობოტი ვანო დაუღალავი შრომით ერთად შექმნეს და მასზე გუნდი დიდ იმედებს ამყარებს.

რობოტიკის მსოფილიო ჩემპიონატის First Global-ის ფარგლებში  მექსიკაში 175 ეროვნების ბავშვები ჩავლენ. ისინი ალიანსებად დაიყოფიან და გუნდურად შეეცდებიან საკონკურსო დავალება რაც შეიძლება მეტი ქულით დაასრულონ. 6 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ქულის მფლობელი გუნდი გამარჯვებული გახდება.

წლევანდელი შეჯიბრის მთავარი და ზოგადი თემა ენერგოეფექტურობაა. სწორედ ამიტომ სიმულაციაში მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენებაზე კეთდება აქცენტი. გუნდები საკუთარი ხელით აწყობილი რობოტით ცდილობენ მინი მზის პანელები მათთვის გამოყოფილ სივრცეში განათავსონ, აამუშაონ ქარის ელექტროსადგური კუბების სლოტში განთავსებით.

წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ უნიჭიერეს ბავშვებს ამ უმნიშნელოვანეს ჩემპიონატზე!