სიახლეები

კრისტალის ინოვაციური პროდუქტი კერკეტი და მისი პირობები

კრისტალის ინოვაციური პროდუქტი კერკეტი და მისი პირობები

22 აგვისტო 2018

კერკეტი არის ანგარიშების მართვის სისტემა, რომელზე რეგისტრაციის შემდეგადაც მომხმარებელს ეხსნება მობილური ანგარიში.

მობილური საფულის მეშვეობით შესაძლებელია:

  • თანხის მარტივად გადარიცხვა
    მომხმარებელს შეუძლია მარტივად გადაირიცხოს თანხა მისი მობილური საფულიდან ნაცნობის მობილურ საფულეზე და პირიქით.
    თანხის გადარიცხვის განხორციელება შესაძლებელია კრისტალის ფილიალებიდან.
    თანხის გადარიცხვის, ან ანგარიშზე მიღების შემთხვევაში მომხმარებელს მიუვა SMS შეტყობინება.
  • სესხის მიღება მობილურ საფულეზე
    კრისტალში მოთხოვნილი სესხი დამტკიცებისთანავე თანხა ჩაირიცხება მომხმარებლის მობილურ საფულეზე, რის შესახებაც მომხმარებელს მიუვა SMS შეტყობინება.
  • ფინანსური ვალდებულებების დაფარვა
    სესხის დაფარვის ვადის დადგომისას, შესაბამისი თანხის საფულეზე არსებობის შემთხვევაში, ვალდებულების დაფარვა ხდება ავტომატურად, საფულიდან საჭირო ოდენობის ჩამოჭრით, რაზეც მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებას.
  • სესხის წინსწრებით დაფარვა
    კერკეტის საფულედან შესაძლებელია სესხის წინსწერებით დაფარვა, კრისტალის ფილიალში მისვლის გარეშე. ამისათვის აუცილებელია, რომ მომხმარებლის მობილურ საფულეზე ჰქონდეთ საკმარისი ნაშთი, რის შემდეგადაც ის უნდა დაუკავშირდეს მის სესხის ოფიცერ, რომელიც უზრუნველჰყოფს სასურველი ოპერაციის განხორციელებას.
  • ანგარიშზე არსებული ნაშთის უსაფრთხოდ შენახვა
    შესაძლებელია არასრული თანხის განაღდება და დარჩენილი ნაწილის საფულეზე დატოვება, რაც ნაღდი ფულის შენახვაზე უსაფრთხო არის და ფულის დაზოგვაშიც გამოსადეგი.
    გარდა ამისა, როდესაც მოვა გადახდის დრო პირველი გადასახდელი თანხა შეიძლება ჯერ კიდევ ანგარიშზე იყოს და გადახდაზე საგანგებოდ ზრუნვა აღარ იყოს საჭირო.
  • არსებული ნაშთის სასურველ დროს კრისტალის ფილიალებიდან განაღდება
    ანგარიშზე არსებული ნაშთის განაღდება შესაძლებელია კრისტალის ფილიალებიდან.

 

უსაფრთხოება

 კერკეტის ოპერატორი კომპანია „მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯია“ რეგისტრირებულია და მკაცრად რეგულირდება საქართველოს ეროვნულის ბანკის მიერ „საგადასახადო სისტემების შესახებ კანონის“ მოთხოვნების შესაბამისად. კერკეტის საფულეებზე არსებული თანხების ჯამური ექვივალენტი ინახება ქართულ ბანკებში, სპეციალურ ანგარიშებზე. კერკეტის გამოყენება გაცილების უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი ფულის გამოყენება. კერკერზე არსებული თანხა ვერსად დაიკარგება, მას ვერავინ მოიპარავს.

 

ტარიფები

                        ოპერაციის დასახელება

ტარიფი

რეგისტრაცია/მომსახურება

საფულის გახსნა/ რეგისტრაცია

5 ლარი

საფულის ყოველთვიური მომსახურება

1  ლარი

საფულისშევსება

საფულის შევსება "კრისტალში"

უფასო

საფულიდანთანხისგატანა

საფულიდან თანხის გამოტანა "კრისტალში"

უფასო

საფულიდან სხვადასხვა მომსახურებების მიღება

საფულიდან  ფულადი გზავნილი (გადარიცხვა ერთი საფულიდან მეორეში)

უფასო

საფულიდან სესხის გაცემა

უფასო

საფულიდან სესხის დაფარვა

უფასო

 

მობილური საფულის რეგისტრაცია შესაძლებელია კრისტალის ფილიალებში.