სიახლეები

ბავშვებზე ზრუნვის 20 წელი

ბავშვებზე ზრუნვის 20 წელი

21 ნოემბერი 2018

პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციაა, რომელიც 1998 წელს დაარსდა და მისიას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

სს მისო კრისტალი პირველი ნაბიჯის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. კრისტალი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით რასაც ყოველდღიური საქმიანობით ვადასტურებთ. 

გარემოს შესაცნობად, თამაშისა და სხვებთან ურთიერთობისთვის ბავშვები დაბადებიდან ივითარებენ სენსორულ სისტემას, რომელიც გვეხმარება, ჩართულები ვიყოთ ყოველდღიურ და სოციალურ აქტივობებში, ისე რომ, ამაზე არც ვფიქრობდეთ. სენსორული სტიმულების არაეფექტურად მუშაობის შემთხვევაში ბავშვებს პრობლემა ექმნებათ ჩაერთონ ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა ახალი საკვების გასინჯვა, ან საკვების სხვა გარემოში მიღება და ა.შ. სენსორული ინტეგრაციის თერაპია ეხმარება ბავშვებსა და ოჯახებს შეგძნებების მოწესრიგებაში და ამით ბავშვებისთვის აუცილებელ და ასაკის შესაბამის აქტივობებში სრულფასოვნად ჩართვაში. პირველ ნაბიჯში 2 სენსორული ოთახიდან, ერთი, კრისტალმა სრულად აღჭურვა. ბედნიერები ვართ იმით, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ ბავშვების განვითარებაში და სენსორულ ინტეგრაციაში.

,,ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ და ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის მცირე წინსვლა, შესაძლოა სხვისთვის გამარჯვების ტოლფასი იყოს.''  

20 ნოემბერს, პირველი ნაბიჯის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შესრულებული 6 ნახატი შევიძინეთ და ისინი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ ჩვენს ფილიალებში.