სიახლეები

,,კრისტალი'' შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს

,,კრისტალი'' შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს

22 ნოემბერი 2018

2018 წლის ოქტომბრიდან ,,კრისტალის'' ფილიალებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული და თეორიული სწავლება. კრისტალელები შეისწავლიან უსაფრთხო შრომის ტექნიკას, სახანძრო უსაფრთხოების წესებს, სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის დროს მოქმედების ელემენტებს, ევაკუაციის პროცედურებსა და ცეცხლმაქრების პრაქტიკული გამოყენებას. 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სწავლება წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ორმხრივი ჩართულობისა და კომუნიკაციის საუკეთესო მაგალითს. თითოეული მომზადებული თანამშრომელი კი, არამარტო კრისტალის სიძლიერეა, არამედ ჩვენს საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ამაღლების საწინდარია.

ტრენინგი ჩაუტარდათ ,,კრისტალის'' დასავლეთ რეგიონის ცხრა სხვადასხვა ფილიალისა (ქუთაისი 1,2,3, ზესტაფონი, ხონი, ვანი, წყალტუბო, მარტვილი, სამტრედია) და აღმოსავლეთ რეგიონის გორის, ხაშურის, ქარელის, ახალციხის, ბორჯომის, ტყვიავის, მუხრანისა და კასპის ფილიალების (სერვის ცენტრების) თანამშრომლებს. დეკემბრის დასაწყისში იგეგმება თბილისის და მის გარშემო ახლომდებარე ფილიალებისა და სერვის ცენტრების თანამშრომლების დატრენინგება, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება შრომის უსაფრთხოების კულტურა კომპანიაში.

,,კრისტალი'' ერთადერთი საფინანსო ორგანიზაციაა ამ სექტორში, სადაც ინერგება შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც ორმხრივი კომუნიკაციის დამსახურებაა.