სიახლეები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების IX კონფერენცია ბაქოში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების IX კონფერენცია ბაქოში

27 ნოემბერი 2018

22-23 ნოემბერს, აზერბაიჯანის მიკროსაფინანსო ასოციაციის (AMFA) ეგიდით ბაქოში ჩატარდა IX კონფერენცია თემაზე: ''Revealing Potential for Sustainable Development''. კონფერენციაზე სს მისო ,,კრისტალი'' მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა ბაღიშვილმა ისაუბრა ''Alternative instruments of funding for MFIs'' (მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ალტერნატიული ფინანსური წყარო) კრისტალის მაგალითზე და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა წყაროების დივერსიფიცირების ხერხები, ჰეჯირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და რისკების განსაზღვრის გზები. ასევე, საუბარი შეეხო კაპიტალის ბაზარსა და მისი განვითარების მნიშვნელობას მიკროსაფინანსო ბაზრისთვის. სს მისო კრისტალი იყო პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც FITCH-ის რეიტინგი მიიღო და გამოუშვა 10 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციები.