სიახლეები

კრისტალი TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018-ის მხარდამჭერია

კრისტალი TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018-ის მხარდამჭერია

03 დეკემბერი 2018

1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სიტყვით მიმართა და სპიკერებს წარმატება უსურვა. რექტორმა TED-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რასაც ეს ღონისძიება, უკვე ათწლეულებია, მსოფლიოს მასშტაბით საინტერესო იდეების მქონე ადამიანებისთვის ქმნის. TEDx-Tbilisi და TEDxYouth@Tbilisi ფარგლებში აუდიტორიის წინაშე 8 სპიკერი გამოვიდა, რომელთაც საკუთარი ინოვაციური პროდუქტი, ხედვა და საინტერესო იდეები გაუზიარეს სტუმრებს.

კრისტალი უკვე მესამე წელია ერთგულად მხარს უჭერს ამ უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ასევე უნიკალური იდეების გაზიარებას უწყობს ხელს.