სიახლეები

ბიზნესი ქალთა გაძლიერებისთვის

ბიზნესი ქალთა გაძლიერებისთვის

12 დეკემბერი 2018

ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთიანდებიან, ხაზს უსვამენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და ხელს აწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სიდამ (Civil Development Agency (CiDA) და გლობალური შეთანხმების ქსელმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც ბიზნესის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა იმსჯელა გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

კრისტალი ერთ-ერთია იმ 5 კომპანიიდან, რომელიც UN Women Georgia/გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეკონომიკური გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა.