სიახლეები

კონფერენცია ,,ქალთა ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები''

კონფერენცია ,,ქალთა ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები''

13 დეკემბერი 2018

11 დეკემბერს ჩივნინგის პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივით და ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით კონფერენცია გაიმართა ,,ქალთა ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები''.

კონფერენცია ეხებოდა ქალთა გაძლიერების კუთხით ეკონომიკურ საქმიანობაში, არსებულ სისტემურ ბარიერებსა და მათი გადალახვის გზების ძიებას. გამოწვევებზე, რომლებსაც მეწარმე ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

კონფერენციის მომხსენებლებს შორის გახლდათ სს მისო ,,კრისტალის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე. მან ისაუბრა ,,კრისტალის'' ჩართულობაზე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში. 

შეგახსენებთ, ,,კრისტალი'' ერთ-ერთია იმ 5 კომპანიიდან, რომელიც UN Women Georgia/გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეკონომიკური გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა.