სიახლეები

შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული და თეორიული სწავლება

შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული და თეორიული სწავლება

15 თებერვალი 2019

რამდენიმე თვეა კრისტალის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში აქტიურად მიმდინარეობს შრომითი უსაფრთხოების პრაქტიკული და თეორიული სწავლება. 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე სწავლება გაიარა 900-მა თანამშრომელმა. კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კულტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომითი ეფექტურობისთვის. უსაფრთხო შრომა ეს არის პირობების მთელი კომპლექსი, რომელმაც პერსონალი უნდა დაიცვას გარემომცველი არეალის, ტექნოლოგიებისა და სახიფათო მასალების მხრიდან მის წინააღმდეგ მომდინარე პოტენციური საშიშროებებისაგან.
შრომითი უსაფრთხოების პრაქტიკული და თეორიული სწავლება აგებულია დასაქმებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე რისკებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით. სატრანსპორტო უსაფრთხოება, ელექტრო ხელსაწყოების უსაფრთხოება, კომპიუტერისა და საოფისე ავეჯის გამოყენების (ერგონომიკა) უსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოება, სტრესის, ხმაურისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ძალადობის რისკებზე.

  •  სამუშაო ადგილის საერთო საფრთხეები
  •  სახანძრო უსაფრთხოება
  •  ევაკუაციის პროცედურები ხანძრის დროს
  •  კრიმინალური აქტის დროს ოფისში მოქმედების თავისებურებები
  •  საგანგაშო ღილაკის გამოყენების წესები და პროცედურები
  •  ცეცხლმაქრების პრაქტიკული გამოყენება

 

სისტემატიურად მიმდინარეობს ოფისების მონიტორინგი და დაკვირვება თუ რამდენად იცავენ თანამშრომლები უსაფრთხოების წესებს საქმიანობისას.