სიახლეები

კრისტალმა  10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

კრისტალმა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა

20 თებერვალი 2019

კრისტალმა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან ''DWM'' (აშშ) და ''Incofin/AGRIF'' (ბელგია) მემორანდუმი გააფორმა,  რომლის თანახმად, კომპანია მიიღებს 10 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას კომპანიის კაპიტალში. 

ინვესტიციის მიზანია, ხელი შეუწყოს კრისტალის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც ითვალისწინებს კრისტალის ფინანსური ჩართულობის  ორგანიზაციად გარდაქმნას და მომსახურების სტანდარტების ამაღლებას მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

,,დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისაგან გააძლიერებს კომპანიის კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელს, რაც საშუალებას მისცემს კრისტალს გააგრძელოს სასესხო პორტფელის ზრდა და რაც მთავარია, მოემსახუროს უფრო მეტ მომხმარებელს. ეს გარიგება როგორც ქვეყნის, ასევე კრისტალის მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა“.