სიახლეები

პასუხისმგებლიანი ბიზნესი საქართველოში – CSR forum 2019

პასუხისმგებლიანი ბიზნესი საქართველოში – CSR forum 2019

28 თებერვალი 2019

The Financial-ის ორგანიზებით, 28 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მე-5 ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, სადაც განიხილებოდა შემდეგი საკითხები: რა პასუხისმგებლობა აკისრია ბიზნესს და მთავრობას საზოგადოების წინაშე? რომელი ბიზნესი არის პასუხისმგებლიანი და რომელი აყენებს ზიანს გარემოს? როგორია საზოგადოების მოლოდინი და რა გეგმები გააჩნიათ ბიზნესის ლიდერებს.

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებას ბიზნესის წარმოებაში. წლევანდელი ფორუმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი განცხადებით: ,,კორპორაციული პასუხისმგებლობა, ევროპაში, ასევე აშშ-ში, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი სტანდარტია, რომელიც კომპანიების, საზოგადოების და გარემოს მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია რომ ეს სტანდარტი მალე დამკვიდრდეს საქართველოში. 
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დაინტერესებული მხარეებს შორის აქტიური დიალოგი და თანამშრომლობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა სარგებელს უქმნის ბიზნესი მის ირგვლივ მყოფ საზოგადოებას და გარემოს. ფორუმი ამ საკითხებზე მსჯელობის საუკეთესო პლატფორმაა.”

გამომსვლელებმა ისაუბრეს, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ ისაუბრა Crystal • კრისტალის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების იმ ძირითად სფეროებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა.