სიახლეები

კრისტალი "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019"-ის გამარჯვებულია

კრისტალი "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019"-ის გამარჯვებულია

03 მაისი 2019

2 მაისს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით კონკურსი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019" გაიმართა.

კონკურსი, რომელშიც 33 მსხვილი ბიზნესკომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ შორის იყო ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“, რომელსაც ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისთვის გადაეცა.

ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო გარემო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - ეს იმ ნომინაციების ჩამონათვალია, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონიალზე იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდა და დაჯილდოვდა SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

ამ ჯილდოს პირველი მფლობელი ჩვენი გუნდის წევრი, გარემოსდაცვითი და კორპორაციული პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019"-ის მიზანი ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის წახალისებაა. კონკურსი საქართველოში 2018 წლიდან იმართება.