სიახლეები

კრისტალის მმართველ გუნდს ილია რევია უხელმძღვანელებს

კრისტალის მმართველ გუნდს ილია რევია უხელმძღვანელებს

22 მაისი 2019

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიციას 3 ივნისიდან ილია რევია  დაიკავებს.

 ილია 2007 წლიდან ქართულ საბანკო სფეროში მუშაობს.  2014 წლიდან ის  „საქართველოს ბანკის“  IT დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა და  პროექტების მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2011 წლიდან დღემდე პროექტების მართვის მიმართულებით საკონსულტაციო და ტრენინგ მხარდაჭერას უწევს  ქართულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს.

ილია რევიას დამთავრებული აქვს იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრატურა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში, ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს-სკოლის სამაგისტრო კურსი პროექტების მართვაში, ბაკალავრიატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ის ამავდროულად  ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალია (PMP) საქართველოში.

ილიას ვულოცავთ ახალ პოზიციაზე წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს. მისი მენეჯერულ პოზიციაზე მრავალწლიანი  საქმიანობა, ფინანსური და ტექნოლოგიური კუთხით დიდი პრაქტიკული გამოცდილება, გააძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს სტრატეგიული გეგმის შესრულების პროცესში.