სიახლეები

პრესტიჟულ სოციალურ რეიტინგში კრისტალმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მიკროფინანზასგან „A-‘’ შეფასება მიიღო

პრესტიჟულ სოციალურ რეიტინგში კრისტალმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მიკროფინანზასგან „A-‘’ შეფასება მიიღო

13 ივნისი 2019

მილანი,15 მაისი, 2019: კომპანიის დოკუმენტაციის სიღრმისეული შესწავლის, ისევე როგორც „კრისტალის“ სათავო ოფისსა და ფილიალებში ერთკვირიანი ვიზიტის განხორციელების შედეგად,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „MFR“ (MicroFinanza Rating) სოციალურმა კომიტეტმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ sA-  შეფასება მიანიჭა (მიკროფინანზას სარეიტინგო შკალაზე, AA უმაღლესი შეფასებაა).

როგორც კრისტალის სოციალური რეიტინგის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი: „კრისტალის მმარველობითი სტრუქტურა ცალსახად ადასტურებს ორგანიზაციის ფოკუსს 3 ძირითადი პრინციპის - „3 Ps“ (ადამიანები, პლანეტა, მოგება/People, Planet, Profit) მხარდაჭერაზე. კრისტალს ნათლად აქვს განსაზღვრული სოციალური სტრატეგია, ყოველი წლისთვის გაწერილი კონკრეტული სოციალური მიზნებით; აგრეთვე სათანადო დონეზეა პერსონალის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება დაბალანსებული გენდერული შემადგენლობით, თანამშრომელთა გადინების დაბალი მაჩვენებლით, კონკურენტუნარიანი ანაზღაურებითა და თანამშრომელთათვის ტრენინგების სისტემატურად შეთავაზებით; კლიენტთა დაცვის პრინციპები ჯეროვნად არის დანერგილი; რისკის დონე საშუალოა, აგრეთვე არსებობს ადექვატური ინფრასტრუქტურა კლიენტების ჭარბვალიანობის თავიდან ასაცილებლად.“

მოხარულნი ვართ, რომ მოვიპოვეთ სოციალური რეიტინგი A- , რაც კრისტალის სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობის  აღიარების ნიშანია. შეფასების პროცესში მიკროფინანზა (MFR) გამოირჩეოდა დინამიურობითა და დეტალებზე განსაკუთრებული ორიენტორებულობით. ჩვენ მადლობელი ვართ MFR გუნდისა პოტენციურად გასაუმჯობესებელი მიმართულებების იდენტიფიცირებისთვის. სოციალური საქმიანობის მიმართულებით განხორციელებული ეს მნიშვნელოვანი ნახტომი წარმოადგენს ყველა კრისტალელის, სამეთვალყურეო საბჭოს, ჩვენი ინვესტორების, კრედიტორებისა და მხარდამჭერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს. კრისტალი ერთგული რჩება მის მიერ არჩეული  3P-ის ფარგლებში დასახული მიზნების: ადამიანები, პლანეტა და მოგება (People, Planet, Profit). – არჩილ ბაკურაძე, მისო კრისტალის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„უაღრესად სასიამოვნო იყო კრისტალთან მუშაობა და იმ  პროგრესისთვის თვალყურის დევნება, რომელიც ორგანიზაციამ ბოლო წლების მანძილზე მიაღწია. მიკროფინანზას სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო კრისტალის მთლიან გუნდს ჩვენს ორგანიზაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ სოციალურ საქმიანობასა და კლიენტთა დაცვის მექანიზმების დანერგვაში.“ კიარა პრესკატორი, MFR, ინკლუზიური ფინანსური დირექტორი.

 კრისტალის შესახებ:

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მართავს  270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს  ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

 კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა ჩვენს რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, „FitchRatings’-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის  კორპორაციული ობლიგაციები.  2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა “მელიორა 2018’’-ის კონკურსში. კომპანიამ 2019 წელს მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკისთვის - გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე მიზანში (SDG #5: Gender Equality). 

 MFR-ის შესხებ:

მიკროფინანზა რეიტინგი (MFR) საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც სპეციალიზირებულია ინკლუზიური დაფინანსების კუთხით და მიზნად ისახავს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.  აღნიშნულის ფარგლებში, MFR კომპანიებს სთავაზობს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების მდგრადობის ამაღლებას, კლიენტზე ყურადღების გაძლიერებას, ინვესტორთა ფონდებისა და მიზნების დაცვას.

შეიქმნა რა 2000 წელს როგორც MicroFinanza Srl-ის შვილობილი კომპანია, 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, MFR- მ მსოფლიოს მასშტაბით 2,000-ზე მეტი სოციალური აუდიტი განახორციელა 106 ქვეყანაში.

სათავო ოფისით იტალიაში, MFR ოპერირებს მსოფლიოს 4 კონტინენტზე, რეგიონული ოფისების (ეკვადორი, კენია, ყირგიზეთის რესპუბლიკა), ადგილობრივი წარმომადგენლობის (ბოლივია, პერუ) და დამხმარე (მექსიკა, ფილიპინები) ოფისების ქსელის მეშვეობით. გეოგრაფიული დაფარვის მასშტაბით, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სპეციალიზირებულ სარეიტინგო სააგენტოს.