სიახლეები

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა  ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი“  15 მილიონი ლარით დააფინანსა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი“ 15 მილიონი ლარით დააფინანსა

20 ივნისი 2019

17 ივნისს,  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის  (BSTDB) პრეზიდენტმა დიმიტრი პანკინმა  და „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ ურთიერთანამშრომლობის  ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 15 მილიონი  ლარით „კრისტალი“  ადგილობრივ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას  სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული და სავაჭრო საქმიანობის მიმართულებით  გაუწევს, რაც ხელს შეუწყობს   მეწარმეობის განვითარებას და  ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას.

 მიმდინარე მდგომარეობით, „კრისტალი“ რეგიონის მასშტაბით ერთადერთი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია,  რომელთანაც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა თანამშრომლობა დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  კომპანიის სტაბილურობასა და  მის წარმატებულ საქმიანობას.

 ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მართავს  270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს  ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

 კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა ჩვენს რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, „FitchRatings’-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის  კორპორაციული ობლიგაციები.  2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა “მელიორა 2018’’-ის კონკურსში. კომპანიამ 2019 წელს მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკისთვის - გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე მიზანში (SDG #5: Gender Equality). 

 BSTDB- საერთაშორსო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც რეგიონის მაშტაბით მხარს უჭერს ეკონომიკურ საქმიანობის ზრდასა და განვითარებას საჯარო და კერძო სექტორში. წამროდგენილია 3.45 მილიარდი ევროს კაპიტალით და შეფასებულია Standard and Poor’s-ის მიერ “A-”, ხოლო Moody-ს “A2” რეიტინგით.

BSTDB დაარსებულია შემდეგი სახელმწიფოების მიერ: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.