სიახლეები

Leadx

კრისტალმა პარტნიორობა გაუწია LeadX-ის გლობალურ ინიციატივას

10 ივლისი 2019

კრისტალი პარტნიორობას უწევდა LEADx -ის გლობალურ ინიციატივას ახალგაზრდა ლიდერებისთვის.

LEADx Change არის გლობალური ინიციატივა ახალგაზრდა ლიდერებისთვის შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც საქმიანობენ საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში. 

პროგრამა ჩატარდა თბილისში, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა).

LEADx Change-ს ორგანიზებას უწევდა ტაფტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პროგრამის მთავარი თემები იყო: ლიდერობა და მოლაპარაკებები; დემოკრატიული მმართველობა და თანამედროვე ტექნოლოგიები; საერთაშორისო უსაფრთხოება და კრიზისების მართვა.


მასტერკლასებს უძღვებოდნენ ტაფტის ფლეტჩერის სკოლის, ჰარვარდის კენედის სკოლის, ატლანტიკური საბჭოს, Cisco-ს და სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და პროფესორები.

leadx-ზე კრისტალის ისტორია წარმოდგენილი იყო როგორც წარმატების მაგალითი, რომელიც დაიწყო მცირედი კაპიტალით და დღეს ლიდერი კომპანიაა მიკროდაკრედიტების სფეროში. ახალგაზრდა ლიდერებს კრისტალის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ესაუბრა

LEADx დასრულდა კრიზისული სიტუაციის 24 საათიანი მასშტაბური სიმულაციით. სიმულაციის სცენარზე იმუშავეს ტაფტის ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტებმა.


LEADx-ში მონაწილეობა მიიღო 40-მა მონაწილემ საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, ხოლო SIMULEX-ში, ჩაერთვნენ 100 მონაწილე ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. LEADx-ში მონაწილე კონკურსანტების შერჩევა მოხდა პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://leadxglobal.com/) გამოგზავნილი განაცხადების მეშვეობით. შერჩეულ მონაწილეებს საქართველოს რეგიონებიდან ორგანიზატორებმა სრულად დაუფინანსეს პროგრამის, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები.

დამატებით, პირველ ივლისს, 19:30 სთ-ზე ტექნოპარკში, LEADx-ის ფარგლებში გაიმართა - Night Owl Session თემაზე - „როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა“ (Temocracy - How Can AI and Tech Enable Democracy).

ივენთის სპეციალური მოწვეული სტუმრები იყვნენ ლიდერები წამყვანი საერთაშორისო. ინსტიტუტებიდან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.