სიახლეები

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი

USAID/საქართველო და ფონდი "კრისტალი" ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე იზრუნებენ

02 აგვისტო 2019

USAID/საქართველოს, ფონდ „კრისტალსა“ და  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით იწყება ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში მეწარმე ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად.  ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების, დასაქმებისა და შემოსავლის მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით  პარტნიორები  1 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფენ. პროგრამა შერჩეული იქნა “ქალთა გლობალური განვითარების და წარმატების ინიციატივის” მიერ, რომელიც ამერიკის მთავრობის ინიციატივის, W-GDP-ის ნაწილია. ევროპასა და ევრაზიაში საქართველო  ერთადერთია რომელიც  გამარჯვებულ 14 პროექტს შორის მოხვდა.

W-GDP-ის ფონდის მხარდაჭერით დამატებითი თანხები გადაეცემა  YES-Georgia-ს, რომელიც ფინანსებს მეწარმე ქალების საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენებს, გააძლიერებს მათ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მეწარმე ქალებს საშუალებას მისცემს თავად მოიძიონ დაფინანსება.  YES-Georgia-ს ინფორმაციით, მეწარმე ქალები ნაკლებად აქტიურნი არიან ფინანსების მოძიებაში და ამასთანავე, კოლეგა მამაკაცებთან შედარებით ნაკლებ დაფინანსებასაც იღებენ.  

პროექტი 2 000-ზე მეტ  ქალს უზრუნველყოფს ტრენინგებით, რესურსებზე წვდომით და სხვადასხვა ტექნიკური დახმარებით.  პროექტი რეგიონში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლებაზე “Buzz-Georgia“-ს მობილური ბიზნეს აპლიკაციებით იზრუნებს. პროგრამაში მონაწილე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ კონკურსში და მიიღონ დაფინანსება მიიღონ ფონდი „კრისტალისგან“,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალისთან“ ერთად.

USAID

W-GDP სამ პრიორიტეტულ მიმართულებას ემყარება: ქალთა როლის გაზრდა სამუშაო ძალასა და შრომის ბაზარზე, მეწარმე ქალთა წარმატებული საქმიანობა და  ქალთა ეკონომიკურ სექტორში მონაწილეობის ხელშეწყობა. YES-Georgia-ს  საქმიანობა პირდაპირ პასუხობს მეორე და მესამე პრიორიტეტს. პროექტი მეწარმე ქალებს ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს და, იმავდროულად, ხელს უწყობს იმ კულტურული ხასიათის წინააღმდეგობათა დაძლევაში, რომლებიც  მათ სამეწარმეო საქმიანობას აფერხებენ.

საქართველოს გაძლიერება

 YES-Georgia-ს ინიციატივის მთავარი მიზანი შესაბამისობაში მოდის საქართველოში ამერიკის მთავრობის სტრატეგისასთან (ICS), USAID/საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან (CDCS) და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს მთავრობის 2018-2020 ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან. მეწარმე ქალებისათვის  ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებით,  ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს გენდერული ბარიერის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის პროცესს ქვეყანაში. ამერიკის მისიას საქართველოში მიაჩნია, რომ  გენდერული თანასწორობა აუცილებელია ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც ქვეყანას თვით-უზრუნველყოფის გზაზე დააყენებს.

ფონდი W-GDP

2019 წლის თებერვალში თეთრმა სახლმა  დაიწყო W-GDP-ის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას მსოფლიოში. მთავრობის მიერ დაფინანსებული W-GDP პროგრამის ფონდების მენეჯმენტს USAID ახორციელებს. გამოყოფილი 27 მლნ. დოლარი  ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ ინოვაციურ და ეფექტურ პროგრამებს დააფინანსებს.  

W-GDP-ის ფონდი 260 მილიონ დოლარზე მეტს მოიძიებს ისეთი პარტნიორების მობილიზებით როგორებიცაა კერძო სექტორი, დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და უცხო ქვეყნების მთავრობები.  მოიძიებული თანხა ხელს შეუწყობს მსოფლიოს 22 ქვეყანაში მცხოვრები  100,000-ზე მეტი ქალის  გაძლიერებას.