სიახლეები

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  მიღება დაიწყო

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მიღება დაიწყო

06 სექტემბერი 2019

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებას.

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და შეისწავლიან, როგორ მოამზადონ ბიზნეს პროექტები (საინვესტიციო მემორანდუმი).

მონაწილეების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესონი მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისგან“. 

ტრეინინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს.

პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 ქალაქში (თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი)

მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს იდეის პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრეინინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ.

კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნესს გეგებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“  შეფასების კომისიასთან;

პროექტში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს :

  • მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე.
  • ასაკობრივი დიაპაზონია 16-28 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID/Georgia პროგრამის - „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( Yes- Georgia), ფარგლებში იწყებს კანდიდატების მიღებას.

პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან ( JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

2016 წლიდან „ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“, 2 710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 61-მა მიიღო დაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ კრისტალისგან“.

დამატებით კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე : 32 2 02 20 20 ან ეწვიეთ Facebook  გვერდს: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.