სიახლეები

კრისტალის აკადემია

კრისტალის აკადემია

26 ნოემბერი 2019

“ჩვენ ვაზიარებთ ცოდნას და ვზრუნავთ ერთმანეთის განვითარებაზე“

ამ კონცეფციით, კრისტალმა თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის "კრისტალის აკადემია" დააფუძნა.

აკადემიის მისიაა კომპანიის სტრატეგიასთან თავსებადი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების მქონე კრისტალელების მომზადება და გადამზადება.

პროექტის მიზანია თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ეფექტური სისტემის დანერგვა, მათი მოტივაციის, ლოიალობისა და ჩართულობის გაზრდა, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების კულტურის ჩამოყალიბება, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ამაღლება და კმაყოფილების გაზრდა, გაყიდვების მაჩვენებელის გაზრდა, შრომის ბაზარზე კომპანიის ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლება.

ამით კომპანია აღიარებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს  მე-4  მიზნის მიღწევას, რაც გულისხმობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას ყველასათვის.

კრისტალის აკადემია აერთიანებს რამდენიმე კლუბს. კერძოდ, მენტორთა კლუბი, ტრენერთა კლუბი, გაყიდვების კლუბი, სერვისების კლუბი. 

„კრისტალის აკადემიის“ ფარგლებში პირველი შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის სათაო ოფისში შედგა. მენტორთა კლუბის წევრები, რომლებიც კომპანიამ შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია,  სპეციალური გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

ვიდეო ნახე აქ https://www.youtube.com/watch?v=3dPiQwHMEZg&feature=emb_logo