სიახლეები

იდეათონი - „ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება„
27 ნოემბერი 2019ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა პარტნიორობა გაუწია გაეროს ქალთა ორგანიზაციას „მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერების“ მიმართულებით.
სწორედ გენდერული პრობლემის მოგვარებასა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა იდეათონი, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ბიზნეს იდეები.
იდეათონის გამარჯვებული გახდა პროექტი S4W.GE (Society for Women) - პლატფორმა, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ქალებს, პოტენციურ პარტნიორებთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, აკავშირებს ერთმანეთთან, აძლევს მათ საშუალებას, მოიძიონ ახალი საქმიანი კონტაქტები და ასევე მოიპოვონ სხვადასხვა ტიპის საჭირო რესურსები ინვესტორებისგან. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთარი იდეები ან უკვე მზა პროდუქტები და წარუდგინონ დაინტერესებულ მხარეებს.
იდეათონის ჟიურის წევრები იყვნენ: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი მაია ქობალია, „შპს“ გრიფინის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ვაჩიბერიძე, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ სწავლებისა და განვითარების მენეჯერი ნინო გოგუაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინოვაციების სპეციალისტი ალექსანდრე ღვინჯილია და „ლაბის“ წარმომადგენელი ანა კაჭიური.