სიახლეები

კრისტალმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

კრისტალმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

16 დეკემბერი 2019

 

კრისტალი პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტია რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა  საკონსულტაციო კომპანია  ISSP -ის (Information Systems Security Partners )  მხარდაჭერით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 - ის მიხედვით დანერგა.

ISO 27001 სტანდარტი კომპანიას საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს ინფორმაციული უსაფრთხოება, საიმედოდ დაიცვას მომხმარებლების მონაცემები და უზრუნველყოს ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირება.

 „ჩვენ დავისახეთ დიდი მისია, რომელიც მოიცავდა კომპანიის, თანამშრომლების და პროცესების უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ISO27001, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების სრულ პაკეტს. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა გახდა მომხმარებელთა მონაცემების სიამედოდ დაცვის, სისტემების ეფექტური მართვის, კონტროლის და მონიტორინგის მარტივი საშუალება. ISSP-ი არის ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ასეთი რთული მისიის მოკლე ვადებში შესრულება. გამოცდილება, ცოდნა, პროფესიონალიზმი, სწორი მართვა და შრომა, იყო ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა პროექტის წარმატებით დასრულება.” _ აღნიშნა კრისტალის უფროსმა ინფორმაციულმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა.

„კარგად დაგეგმილი და წარმატებულად შესრულებული სამუშაოების შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ISO 27001 სერტიფიცირებისთვის მომზადებას, კრისტალმა თავის მომხმარებლებს დაუმტკიცა, რომ კომპანია ეფექტურად იცავს მათ მონაცემებს. მან შემოიღო თანამედროვე უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, შემოწმდა პოლიტიკები, პროცედურები, პროცესები, შეიქმნა შიდა მექანიზმები უსაფრთხოების ანომალიების გამოსავლენად და ინციდენტებზე რეაგირებისთვის“ - აღნიშნა კომპანია ISSP Georgia– ს დირექტორმა მაია გოგუაძემ.

სიუჟეტი ნახე აქ https://youtu.be/biqpzlqfMiM