სიახლეები

ევროპის საინვესტიციო ბანკის სემინარი

ევროპის საინვესტიციო ბანკის სემინარი

23 დეკემბერი 2019

კრისტალის სტრატეგიული მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მოხარულები ვართ, რომ EU4Business-ი ინიციატივები ემთხვევა ჩვენს ხედვას. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფმა მოაწყო ინტერაქტიული სემინარი „ფინანსებთან წვდომა ინკლუზიური ზრდისაკენ“, სადაც კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ ისაუბრა კერძო სექტორის პერსპექტივებზე და კრისტალის მიერ მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის დაფინანსების დაგროვებულ უნიკალურ გამოცდილებაზე

სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ბ-მა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქ-მა ნათია თურნავამ და საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილული იქნა EIB-ს მიერ ჩატარებული კვლევის „ფინანსებზე წვდომა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში“ შედეგები.