სიახლეები

"დიდი მონაცემების ჰაკათონი"

"დიდი მონაცემების ჰაკათონი"

24 დეკემბერი 2019
ფინასური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა მხარდაჭერა და სპონსორობა გაუწია  "დიდი მონაცემების ჰაკათონს", რომელიც "ედუბოტ-EduBot"-ის ორგანიზებით 20-22 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოში. ჰაკათონის თემა იყო: რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
 
ჰაკათონის მიზანი იყო ახალგაზრდებში  ტექნიკური სფეროსადმი ინტერესის გაზრდა, მათი ბიზნეს გარემოსთან დაახლოვება და სწორი მიმართულების მიცემა. 
სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს კრისტალში არსებული მონაცემთა ანალიტიკის კულტურის შესახებ მაგალითები გაუზიარა კრისტალის მონაცემთა ოფისის ხელმძღვანელმა, დოქტორმა გივი კუპატაძემ.


მონაწილეები 48 საათის განმავლობაში მუშაობდნენ შემდეგი მიმართულებებით: