სიახლეები

სტაჟირების პროგრამა

სტაჟირების პროგრამა

13 იანვარი 2020

კრისტალი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია და განვითარების პლათფორმა იზიარებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს მე-4 მიზნის მიღწევას - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის და საფინანსო სექტორით დაინტერესებულ პირებს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს მიეცეთ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სიღარიბის აღმოფხვრის მიღწევაში (გაეროს მდგრადი განვითარების N 1 მიზანი). კომპანიაში სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა:

· გაიღვივონ საკუთარი თავის რწმენა - უმაღლეს თუ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნა და უნარები კიდევ უფრო დახვეწონ რეალურ გარემოში.
 · მიიღონ პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება - სტაჟირებისას სტაჟიორები იძენენ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როდესაც პრაქტიკაში ნახულობენ იმას, რაც ადრე მხოლოდ თეორიულად იცოდნენ. სტაჟირება არის მათთვის გარკვეული ხიდი თეორიასა და პრაქტიკას შორის.
· მიიღონ კარიერული გადაწყვეტილება  - სტაჟირება არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ სტაჟიორმა რეალურად გაიაზროს რა მიმართულებით უნდა კარიერული ზრდა-განვითარება.
· გაიჩინონ პროფესიული კონტაქტები  - სტაჟირება იძლევა საშუალებას სტაჟიორმა გაიცნოს კონკრეტულ პროფესიაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ გავლენას ახდენენ საბოლოოდ მის შემდგომ განვითარებაზე.
· გაიმდიდრონ საკუთარი რეზიუმე.

სტაჟირების პროგრამის პირობები ნახე აქ: https://crystal.ge/ka/vacancy/585

შეავსე განაცხადი:
 სააპლიკაციო ფორმა