სიახლეები

„ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“
03 თებერვალი 202031 იანვარს, ფაბრიკაში, USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ოფიციალური გახსნა გაიმართა.
შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს.
2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.
ღონისძიება დაიწყო YES-Georgia-ს ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქტების და მომსახურებების გამოფენა-გაყიდვით. პროგრამის ოფიციალური ნაწილი გახსნა პიტერ ვიბლერმა - USAID/საქართველოს მისიის დირექტორი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა არჩილ ბაკურაძე - ფონდი კრისტალის თავმჯდომარე. ბონი გლიკი - USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე; ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე.
პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.