სიახლეები

„კრისტალის“ განცხადება

„კრისტალის“ განცხადება

07 თებერვალი 2020

კრისტალმა“ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ფინკა იმპაქტ ფაინანსთან“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ შეძენის შესახებ. გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენდა ორგანიზაციული კულტურის მსგავსება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას და „კრისტალის“ გეგმა - შეინარჩუნოს ფინკა ბანკის თანამშრომლები და კიდევ უფრო მეტად გაზარდოს და გააძლიეროს ბანკი. „კრისტალის“ სტრატეგიას მხარს უჭერენ ამერიკელი და ევროპელი ინსტიტუციური ინვესტორები.

ტრანზაქციის შესახებ მოლაპარაკების დასრულების და მარეგულირებლის მხრიდან შესაბამისი თანხმობის მოპოვებამდე, ორივე კომპანია აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.