სიახლეები

ბათუმში განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბათუმში განახლებული ფილიალი გაიხსნა

05 მარტი 2020

ბათუმის ფილიალი სრულად განახლდა და შეცვლილი ბრენდირებით მოეწყო.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ფილიალის მომხმარებლები, კრისტალის სათაო ოფისის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კრისტალის ბათუმის ფილიალის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, საჭირო გახდა ფილიალის გაფართოება და ახალი ოფისი აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით. მომხმარებლებისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი სწრაფი, მარტივი და კომფორტული მომსახურებისთვის.

ინფორმაციისთვის:

· ბათუმში კრისტალის პირველი ფილიალი 2014 წლის 29 დეკემბერს გაიხსნა.

· ბათუმის ფილიალის მისამართია: ქ. ბათუმი, ი. ჭავჭვაძის ქ. N 34