სიახლეები

„ყველა ქალი ჩემპიონია“ – „კრისტალის“ ახალი კამპანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

„ყველა ქალი ჩემპიონია“ – „კრისტალის“ ახალი კამპანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

07 მარტი 2020

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  „კრისტალში“ დასაქმებულ ქალ თანამშრომლებს საჩუქრად  მაისურები გადაეცათ, რომლებზეც  ქართველი  ქალების შესახებ ინფორმაციაა დატანილი.

გადავწყვიტეთ, ამ დღესთან დაკავშირებით, რომელიც ქალების გაძლიერებასა და სოლიდარობას ეძღვნება,   გაგვეხსენებინა იმ ქართველი ქალების მცირე ნაწილი, რომლებიც გასული საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ცვლილებებისთვის, თანასწორობისთვის, სამართლიანობისთვის,  ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვისა და  მათი გაძლიერებისთვის.  თუმცა, ფართო საზოგადოება მათ სახელებს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს.

 

ამ კამპანიით „კრისტალი“ უერთდება  ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  ქართველი უფლებადამცველი  ქალების შესახებ და  ქალთა  ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით „კრისტალის“ საქმიანობას.

-           „კრისტალი“   ერთ-ერთი პირველია იმ ხუთ კომპანიას შორის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების დანერგვას შეუერთდა და  2018 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CIDA) თანამშრომლობით შეიმუშავა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შიდა სამოქმედო გეგმა

-          2019 წელს,  „გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი - საქართველოს“ და კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის მიერ ორგანიზებულ კონკურსში “CSR AWARD 2019“, „კრისტალმა“ გენდერული თანასწორობის კატეგორიაში გაიმარჯვა და დასახელდა, როგორც „ყველაზე გენდერულად თანასწორი კომპანია 2019“

-          ჩვენი სლოგანი „ყველა ქალი ჩემპიონია“  - იმ მიმართულების ნაწილია, რომელსაც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში, ქალების სამეწარმეო პოტენციალის მხარდაჭერისთვის ანხორციელებს.

 

#ვიცნობდეთქართველქალებს

#ვიცოდეთისტორია

#ქალთაეკონომიკურიგაძლიერება = #ეკონომიკურიმდგრადობა

#ყველაქალიჩემპიონია

#ჩვენკრისტალელებივართ

 

კომპანია მადლობას უხდის მულტიმედია პლათფორმას  GrlzWave თანამშრომლობისთვის!