სიახლეები

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის განაცხადების მისაღებად ონლაინ არხი შეიქმნა

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის განაცხადების მისაღებად ონლაინ არხი შეიქმნა

18 მარტი 2020

2020 წლის 16 მარტიდან „კრისტალმა“ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო განაცხადების მიღება საშეღვათო პერიოდის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შეღავათით სარგებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები მიიღებენ ინდივიდუალურად,  განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში მომსახურე საკრედიტო ექსპერტის მეშვეობით, რომელიც თავად დაუკავშირდება განმცხადებელს.

დაინტერესებულ მომხმარებლთა დიდი ნაკადის  გათვალისწინებით შევქმენით დამატებითი არხი, სადაც  შესაძლებელია განაცხადის დარეგისტრირება საშეღავათო პერიოდის ამოქმედების შესახებ.

საშეღავათო პერიოდის განაცხადი

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ  ჩვენს ვებ გვერდზე  www.crystal.ge,  სოციალურ ქსელში Crystal • კრისტალი  ან დაუკავშირდეთ თქვენს საკრედიტო  ექსპერტს

შეგხსენებთ რომ,  13 მარტს „კრისტალმა“ მიიღო გადაწყვეტილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს ყველა მომხმარებელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა. საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე და პროცენტზე.

შეღავათით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვის ბიზნეს თუ სამომხმარებლო შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა ვითარებამ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!