სიახლეები

"კრისტალის" საშეღავათო პერიოდი ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე გავრცელდება

"კრისტალის" საშეღავათო პერიოდი ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე გავრცელდება

20 მარტი 2020

შეღავათების დაწესება გულისხმობს, შემდეგს:

- დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადანაწილებას დარჩენილ პერიოდზე;

- სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივება ისე, რომ არსებითად არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი.

მოხმარებელი თვითონ ირჩევს შეთავაზებული საშეღავათო ფორმიდან ერთ-ერთს.

საშეღავათო პერიოდით  სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, ვინც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

- ვისი სესხიც გაცემულია 2020 წლის 14 მარტამდე;

- 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით არ იყო ვადაგადაცილებაში;

- 2020 წლის 14 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდში სესხის არსებული გრაფიკით ერთი შენატანი მაინც უწევს.

- ნებისმიერი არასტანდარტული / სეზონური გრაფიკის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პირად საკრედიტო ოფიცერს

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ სურს შეღავათით სარგებლობა, უარი უნდა დააფიქსიროს შემდეგი საკომუნიკაციო არხებიდან ერთერთის გამოყენებით:

- კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2 02 20 20, ან *2244; 

- კომპანიის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ან კრისტალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით და შეღავათების ტიპებში -არ მსურს სესხის გადავადების მითითებით; 

 

2020 წლის 28 მარტამდე აუცილებელია მომხმარებელმა, რომელსაც არ სურს შეთავაზებული შეღავათით სარგებლობა, რომელიმე არხის გამოყენებით გამოხატოს უარი შეთავაზებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომატურად ჩაერთვება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს სესხის ვადის გაგრძელებას, ისე რომ ყოველთვიური შენატანი არსებითად არ გაიზარდოს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში თქვენს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს პროცენტის გადახდის გადავადებას. შესაბამისად ამ პერიოდში გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისიწინებული პროცენტის დარიცხვა

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, მომხმარებლის გვერდში დგომისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!