სიახლეები

საშეღავათო პერიოდი - ხშირად დასმული კითხვები

საშეღავათო პერიოდი - ხშირად დასმული კითხვები

20 მარტი 2020

1. ვის შეუძლია ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმრებლებს:

• ვისი სესხიც გაცემულია 2020 წლის 14 მარტამდე;
• 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით არ იყვნენ ვადაგადაცილებაში;
• 2020 წლის 14 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდში სესხის არსებული გრაფიკით ერთი შენატანი მაინც უწევთ.

2. რომელ საკრედიტო პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდი შეეხება  ყველა  საკრედიტო პროდუქტს.

3. რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდი?

შეღავათების დაწესება გულისხმობს, შემდეგს:

• დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადანაწილებას დარჩენილ პერიოდზე;
• სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივება ისე, რომ არსებითად არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი.

მოხმარებელი თვითონ ირჩევს შეთავაზებული საშეღავათო ფორმიდან ერთ-ერთს. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს პროცენტის გადახდის გადავადებას. შესაბამისად ამ პერიოდში პროცენტის ჩვეულებრივ დაირიცხება.

4. თუ მომხმარებელი 2020 წლის  14 მარტის მდგომარეობით იყო ვადაგადაცილებაში, შესაძლებელია თუ არა ისარგელოს საშეღავათო პერიოდით?

ასეთი შემთხვევები განიხილება ინდივიდუალურად

5. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის  ამოქმედების შესახებ?

მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდის დაწესების თაობაზე 25 მარტის ჩათვლით გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები. თუ, მომხმარებელი 28 მარტამდე არ განაცხადებს უარს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მაშინ მისთვის ავტომატურად ამოქმედდება 3 თვიანი  საშეღავათო პერიოდი.

6. რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდის ვადა არის 3 თვე.

7. როგორ შეუძლია მომხმარებელს დააფიქსიროს უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე?

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ სურს შეღავათით სარგებლობა, უარი უნდა გამოხატოს შემდეგი არხებიდან ერთერთის გამოყენებით:

• კომპანიის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით; 
• კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2 02 20 20, ან *2244; 
• კრისტალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით და იქ დაფიქსირებით

2020 წლის 28 მარტამდე აუცილებელია მომხმარებელმა რომელიმე არხის გამოყენებით გამოხატოს უარი შეღავათით სარგებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომატურად ჩაერთვება საშეღავათო პერიოდი.

8. როდიდან იწყება საშეღავათო პერიოდზე განაცხადების მიღება?

საშეღავათო პერიოდზე განაცხადების მიღება 2020 წლის 16 მარტიდან დაიწყო

9. მოიხსნება თუ არა სესხზე დარიცხული ჯარიმა?

დარიცხული ჯარიმა მოიხსნება თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ სესხის გადავადებაზე და საშეღვათო პერიოდით სარგებლობაზე და ვადაგადაცილება მ/წ 14 მარტის შემდეგ გიფიქსირდებათ.

10. გაიზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?

სესხზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი რჩება უცვლელი.

ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს  ყოველთვიური შენატანების  გადახდის გადავადებას. შესაბამისად ამ პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის  დარიცხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. 

11.საშეღავათო პერიოდი ვრცელდება სესხის ძირზე, პროცენტზე თუ ორივე ერთად?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება სესხის ძირზეც და პროცენტზეც.

12.საშეღავათო პერიდის ამოქმედების შემთხვევაში გაიზრდება თუ არა სესხის ვადა?
მოხმარებელი თვითონ ირჩევს საშეღავათო პერიოდის ფორმას:

• დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადანაწილებას დარჩენილ პერიოდზე- იზრდება შენატანი, ვადა რჩება იგივე;
• სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივება ისე, რომ არსებითად არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი- იზრდება ვადა, შენატანი რჩება იგივე.

13.გაიზრდება თუ არა ჯამური შენატანი?
დიახ, თქვენს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს პროცენტის გადახდის გადავადებას. შესაბამისად ამ პერიოდში პროცენტის ჩვეულებრივ დაირიცხება.

14.საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება თქვენს მიერ არჩეული საშეღავათო პერიოდის ფორმის მიხედვით.

15.პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?
არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;

16.რამდენიმე აქტიური სესხის შემთხვევაში შეუძლია თუ არა მომხმარებელს აირჩიოს რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?
დიახ, შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა თითეულ სესხზე ცალ-ცალკე უნდა დააფიქსიროს რა ტიპის საშეღავათო პერიოდს ირჩევს.
არჩევანის დაფისირება შესაძლებელია შემდეგი არხებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:

• კომპანიის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით; 
• კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2 02 20 20, ან *2244; 
• კრისტალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით.

17.ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით, გავრცელდება თუ არა მათზე მიმდინარე შეთავაზება?
თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება
ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება შესაძლებელია მოხდეს 30 ივნისამდე.

18.ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?
16 მარტიდან გაცემულ სესხებზე საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე შესაძლებელია გავრცელდეს, სესხის განაცხადის დარეგიტრირების დროს.

19.როდიდან მოხდება საშეღავათო პერიოდის ამოქმედება?
მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდის ამოქმედების თაობაზე 25 მარტის ჩათვლით მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. თუ მომხმარებელი 28 მარტამდე არ განაცხადებს უარს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მაშინ მისთვის ავტომატურად ამოქმედდება საშეღავათო პერიოდი.

20.დაეკისრება თუ არა მომხმარებელს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო?
თუ მომხმარებელი წინსწრებით დაფარავს გადავადებულ შენატანს, მას არ დაერიცხება წინსწრების დაფარვის საკომისიო.
თუ მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს სესხის სრულად დაფარვას წინსწრებით - მას დაერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფარვის საკომისიო.

21.დაერიცხება, თუ არა მომხმარებელს დამატებით პროცენტი ან რაიმე გადასახადი, თუ უპროცენტო განვადების გადავადება მოხდება?
არა, მომხმარებლებს ასეთ შემთხვევაში დამატებით გადასახდელი არ ექნება. 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის განმავლობაში თქვენს განვადებაზე გავრცელდება შემდეგი პირობები:

• საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გამოტოვებთ 3 გადახდას;
• სესხის ვადა გახანგრძლივდება 3 თვით;
• ყოველთვიური გადასახადის მოცულობა დარჩება უცვლელი.