სიახლეები

კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები

კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები

20 მარტი 2020

ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანია ვაგრძელებთ კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობას ვუწევთ ფინანსურ მომსახურებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისათვის, ასევე სახელმწიფოსთვის, ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას სანამ აღნიშნული მოთხოვნა არ იქნება დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ამის პარალელურად ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა იმუშაონ უსაფრთხო გარემოში და ასევე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ვიცავთ და ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე.

კრისტალს, ისევე, როგორც ყველა განვითარებულ კომპანიას შემუშავებული
აქვს ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის სცენარი და ის კონკრეტული სამოქმედო გეგმები, რომლებიც თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ეტაპობრივად ტარდება კომპანიაში, კერძოდ:


• გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, სადაც ამის შესაძლებლობა იყო;
• ფილიალებში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი თანამშრომელთა რაოდენობა და დაწესდა ორკვირიანი მორიგეობები, რომ არ შეფერხდეს, მაგრამ შედარებით უსაფრთხო გახდეს მომსახურების პროცესი;
• შიდა სამუშაო შეხვედრები ტარდება Office 365 პლატფორმის გამოყენებით, დისტანციურად;
• ფილიალებისთვის, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით, ასევე ღია ტიპის ოფისებისთვის შევიძინეთ პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები და ყველა საჭირო აღჭურვილობა;
• ყველა ფილიალსა და ადმინისტრაციულ შენობაში დასუფთავება ტარდება ყოველდღიურად და დეზინფექცია გეგმის მიხედვით;
• გამოვავლინეთ რისკ ჯგუფში შემავალი თანამშრომლები, რათა ისინი სრულად მოვარიდოთ სამსახურში სამუშაოდ მოსვლას;
• თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით "ევექსის კლინიკების" ქსელის ექიმების მიერ ჩატარდა თბილისში მდებარე ოთხივე ფილიალის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
• გამოცხადებულ ვაკანსიებზე გასაუბრებებს ვატარებთ დისტანციურად;
• შევაჩერეთ ისეთი ფიზიკური ტრენინგები და სტაჟირება, რომლებიც საჭიროებს მონაწილეების რეგიონებიდან ჩამოსვლას და სასტუმროების გამოყენებას. დისტანციური სწავლების პლათფორმაზე გრძელდება სწავლებები;
• მაღალი რისკის ქვეყნებიდან ან მათი გავლით ჩამოსული თანამშრომლები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან ორი კვირის განმავლობაში არ გამოცხადდებიან სამსახურში, ხოლო თუ მათი პოზიცია იძლევა სახლიდან მუშაობის საშუალებას, იმუშავებენ სახლიდან. მოცემული დღეები კი ჩაეთვლებათ საპატიოდ;
• იგივე პრინციპები ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საზღვრის გადმოკვეთიდან 2 კვირიანი ვადა არ გასვლიათ;
• მაქსიმალურად შევზღუდეთ მივლინებები ქვეყნის შიგნითაც და თუ მაინც დადგა მივლინების საჭიროება, ვიყენებთ მხოლოდ სამსახურეობრივ მანქანებს;
• გამოვაცხადეთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა მომხმარებელსთვის, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა შექმნილი მდგომარეობა;
• დისტანციურ რეჟიმში დავიწყეთ განაცხადების მიღება საშეღვათო პერიოდის ამოქმედებასთან დაკავშირებით;
• განვადებით ნივთის შეძენის მსურველ მომხმარებლებს ვემსახურებით დისტანციურად;
• მოქალაქეებს კონსულტაციას ვუწევთ ცხელი ხაზის და სხვა ონლაინ არხების მეშვეობით;
• თანამშრომელთა სწორი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით კომპანიაში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი, სადაც განთავსებულია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები, საკონტაქტო ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის შესახებ და კომპანიის შიგნით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების შესახებ, რომელნიც მუდმივ კავშირზე არიან ჩვენს კოლეგებთან და ცდილობენ მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ მათ.

გვჯერა, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ამ გამოწვევასაც გადავლახავთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!