სიახლეები

ნახე კრისტალის დისტანციური სერვისები

ნახე კრისტალის დისტანციური სერვისები

23 მარტი 2020

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლების ეკონომიკური მდგრადობისთვის, კრისტალი საგანგებო რეჟიმის პერიოდში უწყვეტად აგრძელებს მუშაობას და ამასთანავე, რიგი სერვისები გადააქვს დისტანციურ მომსახურებაზე. თქვენი და კრისტალის თანამშრომელთა ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური სერვისები და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ეწვიოთ ფილიალს.


ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული წესების და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.


დისტანციურად თქვენ შეგიძლიათ:
• მოითხოვოთ სესხი - 032 2 02 2020; *2244
• მიიღოთ ინფორმაცია მიმდინარე ან ახალ სესხზე
• მოითხოვოთ საშეღავათო პერიოდის ამოქმედება ბმულზე 
• სესხის დამუშავებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის გაგზავნა/მიღება განახორციელოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი დისტანციური არხების საშუალებით (ელ. ფოსტა, viber, WhatsApp ან messenger )
• გადაიხადოთ ყოველთვიური შენატანი - გადახდის აპარატებით და ონლაინ გადარიცხვით 
• მიიღოთ თქვენთვის საჭირო ცნობა - ელ. ფოსტის მეშვეობით
• მიიღოთ კონსულტაცია, დააფიქსიროთ თქვენი აზრი ან მოთხოვნა - 032 2 02 2020; *2244
• გაეცნოთ კომპანიის სიახლეებს და შეთავაზებებს - www.crystal.ge, fb: Crystal • კრისტალი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
• კრისტალის ყველა ფილიალი მოგემსახურებათ 10:00- დან 17:00 საათამდე, გარდა მარნეულის ფილიალისა, რომელიც ქალაქში ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის გამო დროებით წყვეტს მუშაობას.
• ფილიალების შესასვლელ კართან დაგხვდებათ მორიგე თანამშრომელი, რომლიც დაარეგულირებს შენობაში მომხმარებელთა რაოდენობას.
• ფილიალში ერთდოულად შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3 მომხმარებელი
• გთხოვთ, მოლოდინის დროს დაიცვათ დისტანცია 2 მეტრი
• 28 მარტამდე ყველა მომხმარებელი სმს შეტყობინების სახით მიიღებს მომსახურე ექპერტის საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც დისატანციურად მოგემსახურებათ.


ჩვენი ჯანრმთელობა არსებითად დამოკიდებულია ჩვენს მიერ უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ახლა ძალიან გვჭირდება ერთმანეთის გაფრთხილება.
გისურვებთ ჯანრთელობას!