სიახლეები

კრისტალის მარნეულის ფილიალი დროებით წყვეტს ფიზიკურ მომსახურებას

კრისტალის მარნეულის ფილიალი დროებით წყვეტს ფიზიკურ მომსახურებას

23 მარტი 2020

გაცნობებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირების საჭიროების გარდა სხვა ყველა ტიპის ფინანსური საქმიანობა აიკრძალა , შესაბამისად კრისტალის მარნეულის ფილიალი დროებით წყვეტს ფიზიკურ მომსახურებას და ყველა სერვისი გადააქვს დისტანციურ მომსახურებაზე.  ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ ჩვენი მომხმარებელი და თანამშრომლები, ამასთანავე ხელი შევუწყოთ მთავრობას ეფექტიანად განახორციელოს შესაბამისი პრევენციული ზომები. 

დისტანციურად თქვენ შეგიძლიათ:
• მოითხოვოთ სესხი - 032 2 02 2020; *2244
• მიიღოთ ინფორმაცია მიმდინარე ან ახალ სესხზე
• სესხის დამუშავებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის გაგზავნა/მიღება განახორციელოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი დისტანციური არხების საშუალებით (ელ. ფოსტა, viber, WhatsApp ან messenger )
• გადაიხადოთ ყოველთვიური შენატანი - გადახდის აპარატებით და ონლაინ გადარიცხვით 
• მიიღოთ თქვენთვის საჭირო ცნობა - ელ. ფოსტის მეშვეობით
• მიიღოთ კონსულტაცია, დააფიქსიროთ თქვენი აზრი ან მოთხოვნა - 032 2 02 2020; *2244
• გაეცნოთ კომპანიის სიახლეებს და შეთავაზებებს - www.crystal.ge, fb: Crystal • კრისტალი


გისურვებთ ჯანრთელობას!