სიახლეები

დააფიქსირე გადაწყვეტილება 28 მარტამდე

დააფიქსირე გადაწყვეტილება 28 მარტამდე

24 მარტი 2020

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 14 მარტიდან ამოქმედდა კრისტალის საშეღავათო პერიოდი, რომელიც ყველა საკრედიტო პროდუქტზე გავრცელდება
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ სურს შეღავათით სარგებლობა, უარი უნდა დააფიქსიროს შემდეგი საკომუნიკაციო არხებიდან ერთერთის გამოყენებით:
- კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2 02 20 20, ან *2244; 
- კომპანიის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ან
- კრისტალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით და შეღავათების ტიპებში -არ მსურს სესხის გადავადების მითითებით; 

2020 წლის 28 მარტამდე აუცილებელია მომხმარებელმა, რომელსაც არ სურს შეთავაზებული შეღავათით სარგებლობა, რომელიმე არხის გამოყენებით გამოხატოს უარი შეთავაზებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომატურად ჩაერთვება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს სესხის ვადის გაგრძელებას, ისე რომ ყოველთვიური შენატანი არსებითად არ გაიზარდოს.

საშეღავათო პერიოდით  სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, ვინც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:
- ვისი სესხიც გაცემულია 2020 წლის 14 მარტამდე;
- 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით არ იყო ვადაგადაცილებაში;
- 2020 წლის 14 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდში სესხის არსებული გრაფიკით ერთი შენატანი მაინც უწევს.
- ნებისმიერი არასტანდარტული / სეზონური გრაფიკის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პირად საკრედიტო ოფიცერს

შეღავათების დაწესება გულისხმობს, შემდეგს:
- დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადანაწილებას დარჩენილ პერიოდზე;
- სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივება ისე, რომ არსებითად არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი.

მოხმარებელი თვითონ ირჩევს შეთავაზებული საშეღავათო ფორმიდან ერთ-ერთს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში თქვენს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს პროცენტის გადახდის გადავადებას. შესაბამისად ამ პერიოდში გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისიწინებული პროცენტის დარიცხვა.


გისურვებთ ჯანმრთელობას!