სიახლეები

წარადგინე იდეა 24 მარტის ჩათვლით, კორონავირუსის შესაკავებლად და მიიღე დაფინანსება

წარადგინე იდეა 24 მარტის ჩათვლით, კორონავირუსის შესაკავებლად და მიიღე დაფინანსება

24 მარტი 2020

კრისტალი კორონავირუსის შესაკავებლად წარმოდგენილი ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად 50 000 ლარის მოცულობის ფონდს გამოყოფს.

იჩქარეთ, ახალგაზრდა მეწარმეების ონლაინ ჰაკათონზე ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადა დღეს 24 მარტის 23:59 საათია.

კრისტალი მოუწოდებს მის მომხმარებლებს, მეწარმეებს და არა მარტო მათ, მონაწილეობა მიიღონ, დარეგისტრირდნენ და წარმოადგინონ იდეები, რომელიც მიმდინარე გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება საზოგადოებას.

ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას.
ჩაერთე ონლაინ ჰაკათონში კორონავირუსის შესაკავებლად
ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარდება 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში.
- წარადგინე შენი ბიზნეს იდეა 25 მარტამდე, ბმულზე 
- ვრცლად ნახე ბმულზე