სიახლეები

ფილიალში ვიზიტისას, დაიცავი უსაფრთხოების წესები

ფილიალში ვიზიტისას, დაიცავი უსაფრთხოების წესები

26 მარტი 2020

მომხმარებლების ეკონომიკური მდგრადობისთვის, კრისტალი საგანგებო რეჟიმის პერიოდში უწყვეტად აგრძელებს მუშაობას და ამასთანავე, რიგი სერვისები გადააქვს დისტანციურ მომსახურებაზე. თქვენი და კრისტალის თანამშრომელთა ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური სერვისები და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ეწვიოთ ფილიალს.

ფილიალში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დაიცვათ წესები და საკუთარი თავი:

• გამოიყენეთ დისტანციური სერვისები და მხოლოდ აუცილებელი საჭროების შემთვევაში მიმართეთ ფილიალს 10:00 - 17:00 საათებში,
• ფილიალების შესასვლელ კართან დაგხვდებათ მორიგე თანამშრომელი, რომლიც დაარეგულირებს შენობაში მომხმარებელთა რაოდენობას. შენობაში ერთდროულად შეიძლება იყოს იმდენი მომხმარებელი, რამდენი სალაროც არის,
• ფილიალში დაგხვდებათ სადეზინფექციო ხსნარი, დაიმუშავეთ ხელები შესვლისთანავე,
• რიგში დგომისას დაიცავით 2 მეტრი დისტანცია.

დისტანციურ სერვისებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: *2244; 0322022020