სიახლეები

კრისტალი სოციალური დისტანცირების სტანდარტის დასამკვიდრებლად ახალ ნაბიჯს დგამს

კრისტალი სოციალური დისტანცირების სტანდარტის დასამკვიდრებლად ახალ ნაბიჯს დგამს

07 აპრილი 2020

კრისტალი სოციალური დისტანცირების სტანდარტის დასამკვიდრებლად ახალ ნაბიჯს დგამს: საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული თანამშრომლები მუშაობას სახლიდან გაუსვლელად გააგრძელებენ და გაუწევენ კონსულტაციას ყველა მოქალაქეს, რომელიც კრისტალის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდება.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ნებისმიერი ძალისხმევა მნიშვნელოვანია. კრისტალი ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობის მიერ შემოღებულ რეგულაციებს, ამასთან ცდილობს ხელი შეუწყოს ადამიანების სოციალურ დისტანცირებას და მაქსიმალურად შეამციროს ადამიანებს შორის კონტაქტი საკუთარ ბიზნეს მოდელში იქნება ეს მოხმარებლის მომსახურება თუ სამუშაო გარემო.

საგანგებო მდომარეობის პერიოდში ქოლ ცენტრში მომხმარებლთა ზარების დიდი ნაკადის გათვალისწინებით, აღნიშნული მიმართულება გაძლიერდა და გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რათა კომპანიის მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ ზარების დიდი ნაკადის გამო ვერ შეძელით ჩვენთან დაკავშირება, ჩვენ არ დავტოვებთ თქვენ მომართვას უპასუხოდ და აუცილებლად დაგირეკავთ როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

კრისტალის საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება ოთხი დისტანციური არხის მეშვეობით შეგიძლიათ:
• www.crystal.ge – ონლაინ კონსულტაცია
• Facebook: Crystal • კრისტალი
• ელ. ფოსტა contact@crystal.ge
• ცხელი ხაზი 2 02 20 20; *2244

ქოლ ცენტრის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
• პასუხები თქვენ შეკითხვებზე
• ინფორმაცია მიმდინარე ან ახალ სესხზე
• კონსულტაცია როგორ ისარგებლოთ სხვადასხვა დისტანციური სერვისით
• ინფორმაცია პარტნიორი ონლაინ მაღაზიების შესახებ
• შეავსოთ სესხის მოთხოვნის განაცხადი
• დააფიქსიროთ მოთხოვნა
• და სხვა
დისტანციურ სერვისებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

გისურვებთ ჯანმრთელობას!