სიახლეები

პატარების საყვარელი ჟირაფი ჟოზე კრისტალისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა

პატარების საყვარელი ჟირაფი ჟოზე კრისტალისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა

08 აპრილი 2020

ჟირაფი ჟოზე ახალ ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის პატარებს დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ უყვება. ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი დაზოგვის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“, ფონდმა „კრისტალმა“ და ეროვნულმა ბანკმა შექმნეს საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი - ჟირაფი ჟოზე, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას და იმასაც, თუ რატომ არის საჭირო, რომ მთელი თანხა ერთბაშად არ დახარჯონ.

 

ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა „კრისტალის“ სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით კრისტალი არაერთ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა ასაკისა თუ სფეროს წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც“, რომლის ბენეფიციარიც ვიდეოს შემქმნელი „სტუდია ველოსიპედია“.

ანიმაციური ვიდეო  USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში არსებული კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე ''სტუდია ველოსიპედმა“ შექმნა.

„კრისტალის“ უახლოესი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

ონლაინ ჰაკათონი კორონა ვირუსის შესაკავებლად