სიახლეები

BUZZ-Georgia

BUZZ-Georgia

27 აპრილი 2020

დღეს დაიწყო პროგრამა YES-Georgia-ს მნიშვნელოვანი კომპონენტი - BUZZ-Georgia, რომლის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ფინანსური, სამეწარმეო და ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით.


ამ წუთებში ონლაინ რეჟიმში BUZZ-Georgia-ს მენტორების პირველი სამუშაო შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის 25 ტრენერი მზადაა მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.

YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) შემდგომი ოთხი წლის განმავლობაშიახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს.


#ამერიკელიხალხისგან
#ქალთაეკონომიკურიგაძლიერება = #ეკონომიკურიმდგრადობა
#განაგრძეცხოვრება
#განაგრძეგანვითარება
#განაგრძემეწარმეობა