სიახლეები

ქალთა გაძლიერების - Buzz Georgia-ს/ბაზზ საქართველოს - ავტობუსი ვირტუალურად დაიძრა

ქალთა გაძლიერების - Buzz Georgia-ს/ბაზზ საქართველოს - ავტობუსი ვირტუალურად დაიძრა

24 ივნისი 2020

დავიწყეთ ტრენინგები რეგიონში მცხოვრებ მეწარმე ქალებთან,  მცირე წარმოებების განვითარების იდეით, ცოდნის და ახალი უნარების მიღების მიზნით.

მესამე დღეა მიმდინარეობს მეწარმე ქალთა ტრენინგები, რომლის  მიზანს წარმოადგენს პერსონალური და მეწარმეული განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. მეწარმეობაში ცოდნის მიღების ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით, პროგრამა YES-Georgia და მისი კომპონენტი  Buzz Georgia მხარს უჭერს ქვეყანაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.  

 ტრენინგების პირველ ნაკადში 28 მეწარმე ქალი მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ტრენინგები გაგრძელდება რეგულარულად და პროექტის დასრულებისათვის მოიცავს 1500-ზე მეტ ქალს 2024 წლისთვის.

Buzz Georgia / ბაზ-საქართველო - Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. თავის მხრივ, კი Buzz Women ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა.

საქართველოში, Buzz Georgia  USAIDის პროგრამის  „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია,   YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.