სიახლეები

კრისტალის  E&S სამსახურის ხელმძღავნელი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

კრისტალის E&S სამსახურის ხელმძღავნელი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

25 სექტემბერი 2020

24 სექტემბერს, გაეროს რიგით 75-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, UN BCTA (Business Call to Action)-ის მიერ ორგანიზებულ პანელში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა კრისტალის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია, როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) პიონერი საქართველოდან.

პანელის სახელწოდება იყო: “Empowering Women Through Inclusive Finance”, სადაც მაიამ კრისტალის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარე მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ამას გარდა, მონაწილეებს გააცნო კომპანიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, რომელიც ქალთა გაძლიერების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის ისაუბრა USAID Georgia-ს მიერ დაფინანსებულ YES Georgia-ს პროგრამასა და მის ერთ-ერთ კომპონენტზე „ბაზ-საქართველო“, რომლის მიზანია პიროვნული განვითარება და სამეწარმეო და ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის.

გაეროს რიგით 75-ე გენერალური ასამბლეა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებებიც წელს, გლობალური პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.