სიახლეები

კრისტალი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა

კრისტალი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა

17 დეკემბერი 2020

კონკურსი, რომელიც მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისებას, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას, რომელიც მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა კრისტალის, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის უპირატესობა მომზადებული წლიური ანგარიშის ხარისხის, შემადგენლობისა და გამჭვირვალობის მხრივ, რისთვისაც კომპანიას საპატიო ჯილდო გადაეცა.

როგორც ბარტა 2020-ის ჟიურის წევრმა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში ირინა გორდელაძემ აღნიშნა, ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კრისტალის ანგარიშგება ჭეშმარიტად ინფორმაციული და მომხმარებელზე ორიენტირებული იყო.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ კონკურსის ერთერთი გამარჯვებული. მმართველობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ინვესტორებისა და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. სწორედ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია, ანგარიშგება ზრდის ჩვენი კომპანიისადმი ნდობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს შეაქვს წვლილი და აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდური მუშაობის შედეგია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის ჟიურის, ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს“ - აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე

ღონისძიებაზე გამარჯვებული კომპანიები შემდეგ 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ:

• მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი დასაქმებულით)
• მსხვილი არასაფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი დასაქმებულით)
• მცირე და საშუალო კომპანიები (500-ზე ნაკლები დასაქმებულით)
• საპატიო ჯილდო (საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიში)

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს ჩატარდა.
კრისტალის 2019 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბზმულზე

Crystal • კრისტალი

#BARTA2020

#NationalBankofGeorgia