სიახლეები

კრისტალი თბილისში ახალი სერვისცენტრების გახსნას აგრძელებს

კრისტალი თბილისში ახალი სერვისცენტრების გახსნას აგრძელებს

18 იანვარი 2021

თბილისში კრისტალის კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. სერვისცენტრი ვარკეთილში, ჯავახეთის ქ.# 44 მდებარეობს.
ვარკეთილის სერვისცენტრი თბილისში რიგით მესამეა. გასული წლის დეკემბერში კომპანიამ ახალი სერვისცენტრები ისნისა და დიდუბის რაიონებშიც გახსნა.

ახალი სერვისცენტრები მომხმარებლებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:30-დან 22:30 საათამდე ემსახურება. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით სერვისცენტრები დროებით, 19:00 სთ-მდე იმუშავებენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტერები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ისეთ საფინანსო სერვისებს აწვდიან, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალურების გადახდა. დიდუბის სერვისცენტრში სწრაფი სესხების გაცემაც არის შესაძლებელი.

სერვისცენტრების გახსნით კომპანიამ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და სამივე სერვისცენტრში 11 თანამშრომლები დაასაქმა.

ამ ეტაპზე კრისტალი ქვეყნის მასშტაბით 48 ოფისით არის წარმოდგენილი, მათ შორის მომხმარებლები მომსახურებას თბილისის სხვადასხვა უბნებში შვიდი ლოკაციიდან იღებენ.

ახალი სერვისცენტრების მისამართებია:

ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. #44
დიდუბე - გ. ცაბაძის ქ #17ა
ისანი - მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორია
კრისტალის ფილიალების მისამართები იხ. აქ